Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი


ევროპის კავშირმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას.

ევროპის კავშირმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას.
შესაბამის ოქმს ხელი მოაწერეს დღეს, მოსკოვში, რუსეთისა და ევროკავშირის სამიტის მონაწილეებმა. დოკუმენტში განსაზღვრულია რუსეთისა და ევროპის კავშირის ბაზრებზე საქონლის ურთიერთდაშვების პირობები. სამიტის მსვლელობაში ევროკომისიის პრეზიდენტმა რომანო პროდიმ გამოაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები გამოყოს კალინინგრადის ოლქის განვითარებისთვის.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მაღალი შეფასება მისცა დოკუმენტის ხელმოწერის ფაქტს. [ვლადიმირ პუტინის ხმა] "სამიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონკრეტული შედეგია ოქმი, რომელიც ეს-ეს არის, ხელმოწერილ იქნა. მასში საუბარია იმ მოლაპარაკების დასრულებაზე, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებას უკავშირდებოდა. ეს არის გაწონასწორებული შეთანხმება, რომელსაც დიდი ხანია ველოდით."
XS
SM
MD
LG