Accessibility links

ჩეჩნეთის პრომოსკოვური მთავრობის წარმომადგენელთა ცნობით


ჩეჩნეთის პრომოსკოვური მთავრობის წარმომადგენელთა ცნობით, გასულ კვირაში მოკლული პრეზიდენტის,

ჩეჩნეთის პრომოსკოვური მთავრობის წარმომადგენელთა ცნობით, გასულ კვირაში მოკლული პრეზიდენტის,
აჰმად კადიროვის შემცვლელის არჩევნები 29 აგვისტოს მოეწყობა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ. კადიროვის ერთ-ერთ შესაძლო მემკვიდრედ მის ვაჟიშვილს, 27 წლის რამზან კადიროვს მიიჩნევდნენ. მაგრამ თავად რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ არ აპირებს, დაარღვიოს კონსტიტუცია, რომლის მიხედვით, ის მეტისმეტად ახალგაზრდაა პრეზიდენტის თანამდებობისთვის. დღესვე, უფლებადამცავმა ცენტრმა "მემორიალმა" გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, მიმდინარე წელს ჩეჩნეთში უგზო-უკვლოდ დაიკარგა 71 ადამიანი.
XS
SM
MD
LG