Accessibility links

logo-print

ერაყში, აბუ ღრაიბის სამხედრო ციხიდან


ერაყში, აბუ ღრაიბის სამხედრო ციხიდან 500-მდე პატიმარი გაათავისუფლეს. ეს ამ ციხიდან გათავისუფლებული პატიმრების მეორე ჯგუფია.

ერაყში, აბუ ღრაიბის სამხედრო ციხიდან 500-მდე პატიმარი გაათავისუფლეს. ეს ამ ციხიდან გათავისუფლებული პატიმრების მეორე ჯგუფია.
გასულ კვირაში აბუ-ღრაიბიდან 300-მდე პატიმარი გამოუშვეს. დღეს გათავისუფლებულ პატიმართაგან ზოგიერთმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ამერიკელი ზედამხედველები ტყვეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამცირებდნენ. [გათავისუფლებული ერაყელი პატიმრის ხმა] "ციხე გადავსებულია. მის ყოველ განყოფილებაში 400-500 პატიმარია. ჩვენ პატივს არ გვცემენ. ფოტოსურათებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ ჩვენს მიმართ მოპყრობა არ შეცვლილა. მხოლოდ უკეთ გვაჭმევენ." დღეს გაზეთმა "ვაშინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა ახალი ფოტოსურათები, რომლებიც ზედამხედველთა მიერ პატიმრების დამცირებისა და შეურაცხყოფის ფაქტებს ასახავს. დღესვე გაეროს ეგიდით მოქმედმა "კომიტეტმა წამების წინააღმდეგ" შეერთებულ შტატებს მოსთხოვა განმარტება კოალიციის სამხედრო მოსამსახურეების მიერ ერაყელ პატიმართა უფლებების ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით. კომიტეტის თავმჯდომარის, ფერდანდო მარინო მენენდესის თქმით, შეერთებული შტატები უპასუხისმგებლოდ ეკიდება თავის მოვალეობებს და კომიტეტში არ წარმოუდგენია ანგარიში, რომელიც ჯერ კიდევ 2001 წელს უნდა წარმოედგინა.
XS
SM
MD
LG