Accessibility links

logo-print

ისრაელის არმიის სარდლობამ "ძალთა გადაჯგუფება"


ისრაელის არმიის სარდლობამ "ძალთა გადაჯგუფება" უწოდა დღეს დაწყებულ ნაწილობრივ უკანდახევას ღაზის სექტორის

ისრაელის არმიის სარდლობამ "ძალთა გადაჯგუფება" უწოდა დღეს დაწყებულ ნაწილობრივ უკანდახევას ღაზის სექტორის
ქალაქ რაფაჰის ლტოლვილთა ბანაკიდან. სარდლობის განცხადებით, ტერორისტთა გამოვლენის მიზნით დაწყებული ოპერაცია გაგრძელდება. ოპერაციის კიდევ ერთი ამოცანაა, გადაიკეტოს გზები, რომლითაც პალესტინელ ექსტრემისტებს იარაღით ამარაგებენ. ოპერაციის მსვლელობაში რაფაჰში დაიღუპა, სულ ცოტა, 40, ხოლო დაიჭრა ასზე მეტი პალესტინელი. დანგრეულ იქნა ათობით საცხოვრებელი სახლი. დღეს ორგანიზაციამ სახელწოდებით "ექიმები უსაზღვრებოდ" მოითხოვა, რომ მასა და სხვა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს თავისუფალი მიმოსვლის საშუალება მისცენ რაფაჰის ლტოლვილთა ბანაკში. "ექიმები უსაზღვრებოდ" ამტკიცებენ, რომ ისრაელის სამხედრო მოსამსახურეები მათ მუშაობაში ხელს უშლიან.
XS
SM
MD
LG