Accessibility links

logo-print

დღეს ინდოეთში ნიუ დელის საპრეზიდენტო


დღეს ინდოეთში ნიუ დელის საპრეზიდენტო სასახლეში პრემიერ-მინისტრ მანმოჰან სინგჰის ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.

დღეს ინდოეთში ნიუ დელის საპრეზიდენტო სასახლეში პრემიერ-მინისტრ მანმოჰან სინგჰის ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.
მანმოჰან სინგჰი ინდოეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 18 მაისს მას შემდეგ გახდა, რაც კონგრესის პარტიის ლიდერმა სონია განდიმ პოსტის დაკავებაზე უარი განაცხადა. ინდოეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ყოფილი ფინანსთა მინისტრია. 1991-96 წლებში იგი ინდოეთის ეკონომიკური რეფორმების სულისჩამდგმელად ითვლებოდა.
პრეზიდენტმა აბდულ კალამმა 71 წლის პროფესიით ეკონომისტი პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი კაბინეტიც დაამტკიცა.
ინდოეთის ისტორიაში პირველმა სიკჰი პრემიერ-მინისტრმა მანმოჰან სინგჰიმ და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კონგრესის პარტიის ლიდერმა სონია განდიმ მთავრობის დაკომპლექტების მიზნით უკანასკნელ დღეებში არაერთ პოლიტიკურ პარტიასთან გამართეს მოლაპარაკებები.

დღესვე ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მილოცვა პალისტანის პრეზიდენტის პერვეზ მუშარაფისგან მიიღო. მილოცვის ტექსტში პაკისტანის პრეზიდენტი ყველა სადავო საკითხის მშვიდობიანად მოგვარების მზადყოფნას გამოხატავს. მათ შორის ჯამუსა და ქაშმირის თაობაზეც.
XS
SM
MD
LG