Accessibility links

logo-print

დღეს ბაღდადში ერაყის შინაგან საქმეთა


დღეს ბაღდადში ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის სახლთან მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. მათგან

დღეს ბაღდადში ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის სახლთან მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. მათგან
ოთხი პოლიციელია, ერთი კი მდედრობითი სქესის სამოქალაქო პირი. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აბდულ ჯაბარ იოსეფ ალ შეიხი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კაპიტან მელერის ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია.
აფეთქება ბაღდადის დროით დილის 8 საათსა და 5 წუთზე მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში იყო ჩამონტაჟებული.
მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო აბუ მუსაბ ალ ზარქავის ჯგუფმა. ინფორმაცია ამის თაობაზე ისლამურ ვებსაიტზე გავრცელდა. იმავე წყაროს ცნობით, ალ ზარქავის ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული აფეთქება გასულ კვირასაც, რომელმაც ერაყის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დღესვე ნაშუადღევს ბაღდადის ცენტრში კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა.
XS
SM
MD
LG