Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგანგებო ფედერალურმა კრებამ


გერმანიის საგანგებო ფედერალურმა კრებამ ამ ქვეყნის მეცხრე პრეზიდენტად აირჩია ეკონომისტი ჰორსტ კიოლერი.

გერმანიის საგანგებო ფედერალურმა კრებამ ამ ქვეყნის მეცხრე პრეზიდენტად აირჩია ეკონომისტი ჰორსტ კიოლერი.
კიოლერმა პირველსავე ტურში მოაგროვა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა - 604 ხმა და 15 ხმით აჯობა გეზინე შვანს, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში პირველი ქალი პრეზიდენტი იქნებოდა გერმანიაში. გამარჯვებული ჰორსტ კიოლერი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრია. ის ადრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი იყო, ამ პოსტზე ის სოციალ-დემოკრატმა კანცლერმა შრიოდერმა წარადგინა. 61 წლის კიოლერი დაიკავებს თანამდებობას, რომელიც წარმომადგენლობით ხასიათისაა და დიდ ძალუფლებას არ ანიჭებს მას.
XS
SM
MD
LG