Accessibility links

logo-print

ირანმა უარყო დღეს ბრალდება, რომ


ირანმა უარყო დღეს ბრალდება, რომ ერაყის მმართველი საბჭოს წევრის აჰმად ჩალაბისგან დახარისხებულ სადაზვერვო მასალას

ირანმა უარყო დღეს ბრალდება, რომ ერაყის მმართველი საბჭოს წევრის აჰმად ჩალაბისგან დახარისხებულ სადაზვერვო მასალას
იღებდა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ჰამიდ რეზა ასეფიმ თქვა, რომ ირანს ინტენსიური დიალოგი ჰქონდა ჩალაბისა და საბჭოს სხვა წევრებთან, მაგრამ დაამატა, რომ ბრალდება ჯაშუშობის შესახებ დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. ჩალაბიმ უარყო ასევე ბრალდება, რომ ირანელებს აშშ-ის მიერ ერაყის ოკუპაციის შესახებ მასალები გადასცა. ჩალაბის სახლი ერაყის პოლიციის და აშშ-ის ჯარის მიერ პარასკევს იქნა გაჩხრეკილი. ის აშშ-ის ძველი მოკავშირეა, ახლა მან გამოაცხადა, რომ ერაყში მოქმედ კოალიციასთან კავშირი გაწყვიტა.
XS
SM
MD
LG