Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების ჯარებმა და ერაყელმა


შეერთებული შტატების ჯარებმა და ერაყელმა მეამბოხეებმა ერაყის რამდენიმე ქალაქში ბრძროლაბ გამართეს. ამერიკის არმიის

შეერთებული შტატების ჯარებმა და ერაყელმა მეამბოხეებმა ერაყის რამდენიმე ქალაქში ბრძროლაბ გამართეს. ამერიკის არმიის
განცხადებით, 32 მეამბოხე მოკლეს დღეს შეტაკებებში წმინდა ქალაქ ქუფაში, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები ერაყელებს საჰლას მეჩეთის მახლობლად ებრძოდნენ. ამერიკელმა გენერალმა მარტინ დემფსიმ
განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ცდილობდნენ არ დაეზიანებინათ შიიტური სალოცავები, თუმცა მეამბოხეთა რაზმები მათ უკან იყვნენ გამაგრებული. მახლობელ ქალაქ ნაჯაფში, გადმოცემის თანახმად, 14 ერაყელი დაიხოცა მსგავს ბრძოლაში. ამბოხებულებმა მოკლეს ორი ჯარისკაცი და დაჭრეს ხუთი ქალაქ ფალუჯაში. ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე მანქანა სწორედ მაშინ აფეთქდა, როცა ამერიკის კოლონამ ჩაიარა. მას შემდეგ, რაც ერაყელმა რადიკალებმა ოთხი ამერიკელი მოქალაქე მოკლეს მარტში, ფალუჯა ცხარე ბრძოლების კერა გახდა. ამერიკული არმიის განცხადებით, მათ ერაყის ხელისუფლებას შეატყობინეს 25 ადამიანის ვინაობა, რომლებიც ამ მკვლელობასთან დაკავშირებით იძებნებოდნენ.
XS
SM
MD
LG