Accessibility links

logo-print

დავიწყებული სამთო სამხედრო ნაწილების ერთწლიანი ექსპერიმენტის დასასრული


26 მაისის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს ხელისუფლება

გრანდიოზულ სამხედრო აღლუმს ამზადებს. ტანკები, ჯავშანმანქანები, არტილერია და ქვეითთა კოლონები რუსთაველის პროსპექტს ერთი დღით ნამდვილ სამხედრო ბანაკს დაამსგავსებს. მაგრამ ამ საერთო დღესასწაულში მონაწილეობას ვერ მიიღებენ საქართველოს მთიან სასაზღვრო ზოლში განლაგებული სახალხო ლაშქრის წევრები. ერთი წლის წინ ხევსურეთსა და სვანეთში სახელმწიფოს მიერ დიდი ზარ-ზეიმით შექმნილი ქვედანაყოფები სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან და მხოლოდ ინერციით განაგრძობენ არსებობას.

თავდაცვისუნარიანი ქვეყანა, კლასიკური განმარტებით, ორ ძირითად პირობას უნდა აკმაყოფილებდეს: მას უნდა ჰყავდეს მუდმივმოქმედი არმია და გაწვრთნილი რეზერვი. პირველი კომპონენტი საჭიროა იმისთვის, რომ სამხედრო საქმე, ძირითადად, წვევამდელებს შეასწავლოს, მეორე კი იმისთვის, რომ არმიიდან დემობილიზებულმა სპეციალისტებმა სამხედრო გამოცდილება არ დაივიწყონ. საქართველოს ხელისუფლებამ რეზერვის მოსამზადებლად მხოლოდ შარშან მოიცალა და პირველი ექსპერიმენტული ნაწილების ფორმირება მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები რეზერვისტებისგან დაიწყო. ეროვნული გვარდიის ბაზაზე ჯერ ბატალიონი "ხევსურეთი" ჩამოყალიბდა, შემდეგ კი -"მესტია". კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ემზარ კვიციანის თქმით, რომელიც თავის დროზე აქტიურად უჭერდა მხარს ქვედანაყოფის ჩამოყალიბებას სვანეთში, სამხედრო ხელმძღვანელობა ორი ამოცანის შესრულებას ისახავდა მიზნად ამ მიმართულებებზე სახალხო ლაშქრის შექმნით:

[ემზარ კვიციანის ხმა] "

შარშან გაზაფხულზე, სამკვირიანი სამხედრო შეკრების შემდეგ, რეზერვისტებს გაუფორმეს კონტრაქტი, დაურიგეს სატაბელო იარაღი, დაუნიშნეს საკმაოდ მაღალი ხელფასი - საშუალოდ, 150 ლარის ოდენობით - და ხევსურეთსა და სვანეთში საბრძოლო მორიგეობის შესრულება დაავალეს. როგორც ირკვევა, ერთი წლის განმავლობაში რეზერვისტების აქტივში არ არის არანაირი სამხედრო ოპერაცია. თუმცა ადგილობრივი რეზერვისტების ბაზაზე ქვედანაყოფის შექმნა სასიკეთოდ აისახა ცენტრს მოწყვეტილი მაღალმთიანი რაიონის სოციალურ მდგომარეობაზე. ამ აზრს ნაწილობრივ იზიარებს მხატვარი ირაკლი სუთიძე, რომელიც წელიწადის დიდ დროს ხევსურეთში ატარებს:

[ირაკლი სუთიძის ხმა]

თუმცა წინა ხელისუფლებამ რეზერვისტთა ნაწილების შექმნის კეთილშობილური იდეის რეალიზება ბოლომდე ვერ მოახერხა. მთებში გამომწყვდეული ქვედანაყოფის მებრძოლთა მიმართ სამხედრო ხელმძღვანელობის ყურადღება მხოლოდ კამპანიურ ხასიათს ატარებდა. რეზერვისტები ძირითად დროს უქმად ისხდნენ სახლებში, რადგან ადგილებზე არ არსებობდა დაქირავებულთა ორგანიზებისა და საბრძოლო მომზადებისათვის საჭირო პირობები. აქედან გამომდინარე, გაზეთ "კვირის პალიტრის" სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი ასკვნის, რომ რეზერვისტების მომზადების ექსპერიმენტი საქართველოში უფრო წარუმატებელი აღმოჩნდა, ვიდრე წარმატებული.

[ირაკლი ლადაშვილის ხმა]

"ვარდების რევოლუციის" შედეგად საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში მოსულმა ახალმა ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ რეზერვისტებისგან დაკომპლექტებული სამხედრო ნაწილების საშტატო სტრუქტურა და მათი საბრძოლო მომზადების დონე არ შეესაბამებოდა თანამედროვე მოთხოვნებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის უფროსის, მაიორ ნიკა ჯანჯღავას თქმით, რეზერვისტების მოსამზადებლად თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას ახალი გეგმები აქვს:
[ნიკა ჯანჯღავას ხმა]


მაგრამ ეს ინფორმაცია დიდად არ გაახარებს ხევსურეთსა და მესტიაში მყოფ რეზერვისტებს, რომლებსაც სახელმწიფომ ერთი წლის წინ დიდი ზარ-ზეიმით გაუფორმა კონტრაქტები და დაურიგა იარაღი სამხედრო თვალსაზრისით სუსტად დაცული სტრატეგიული მიმართულებების დასაცავად. ადამიანები ასრულებდენენ იმას, რასაც მეთაურები ავალებდნენ და რაც, მათი რწმენით, მათი მთავარი დანიშნულება იყო.
[სვანი რეზერვისტის ხმა]

ერთი წლის წინ ასეთი ენთუზიაზმი ჰქონდათ რეზერვისტთა ბატალიონ "მესტიაში" გაწევრიანებულ სამხედრო მოსამსახურეებს. ხელისუფლების კიდევ ერთი ექსპერიმენტის შემდეგ რა დარჩებათ ამ ენთუზიაზმიდან მთებში გამომწყვდეულ ადამიანებს, ძნელი სათქმელია.
XS
SM
MD
LG