Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაეროს უშიშროების საბჭო ერაყის


დღეს გაეროს უშიშროების საბჭო ერაყის შესახებ ახალი რეზოლუციის განხილვას შეუდგა. რეზოლუციის პროექტი საბჭოს შეერთებულმა

დღეს გაეროს უშიშროების საბჭო ერაყის შესახებ ახალი რეზოლუციის განხილვას შეუდგა. რეზოლუციის პროექტი საბჭოს შეერთებულმა


შტატებმა და ბრიტანელთმა დღეს წარუდგინეს. პროექტი 30 ივნისიდან ერაყის მთავრობისათვის მმართველობისა და თითქმის სრული სუვერენიტეტის გადაცემას ითვალისწინებს. რეზოლუციის პროექტი ერაყის დროებით მთავრობასა და მრავალეროვნულ სამხედრო ძალებს შორის მომავალი ურთიერთობების ფორმებსაც განსაზღვრავს. საბჭოს დიპლომატთა განცხადებით, საბჭოს წევრებს შორის კონსენსუსის ატმოსფერო სუფევს ძირითად საკვანძო საკითხებზე- მათ შორის ერაყის მთავრობისათვის ქვეყნის ნავთობ-რესურსების კონტროლირების უფლების მინიჭებაზე. მოუსმინეთ, გაეროში ბრიტანეთის ელჩს ემირ ჯოუნს პარის:

[ემირ ჯოუნს პარის ხმა]" ერაყელებს სრული სუვერენიტეტი დაუბრუნდებათ. ერაყის დროებითი მთავრობა სუვერენიტეტთან ერთად მიიღებს პასუხისმგებლობასაც. რეზოლუციის თანახმად, ქვეყანაში იარსებებს მრავალეროვნული სამხედრო ძალები. ისინი ერაყის მთავრობასთან შეთანხმებულად, მასთან კონსულტაციით,პარტნიორულად იმოქმედებენ.

ეს იყო გაეროში ბრიტანეთის ელჩი ემირ ჯოუნს პარი. შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოში ერაყის მომავალი მოწყობის ახალი ერთობლივი რეზოლუციის პროექტი წარადგინეს.
XS
SM
MD
LG