Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ფინანსთა, შს


პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ფინანსთა, შს და ენერგეტიკის მინისტრებთან, აგრეთვე, კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ფინანსთა, შს და ენერგეტიკის მინისტრებთან, აგრეთვე, კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში



სახელმწიფო მინისტრთან და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტთან ერთად ორშაბათს, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა.
როგორც პრაიმ-ნიუსს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ნიკა ლაღიძემ განუცხადა, ზურაბ ჟვანიას დაგეგმილი აქვს შეხვედრა რუს კოლეგასთან მიხეილ ფრადკოვთან, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ასევე, შეხვდება "რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემების" ხელმძღვანელს ანატოლი ჩუბაისს და ,,გაზპრომის" მესვეურს ალექსეი მილერს.
შეხვედრებისას განიხილება ენერგეტიკისა და ეკონომიკის სხვა დარგებში თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები, საბაჟო ბარიერების მოხსნა, რუსული კაპიტალის ინვესტირება ორმხრივად სასარგებლო პირობებით, რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ბიზნეს საბჭოს შექმნა და აფხაზეთის კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტის პრობლემა.
XS
SM
MD
LG