Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ თავისი


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ თავისი შეიარაღებული ქვედანაყოფები და კაზაკთა რაზმები გალის რაიონში

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ თავისი შეიარაღებული ქვედანაყოფები და კაზაკთა რაზმები გალის რაიონში
შეიყვანა.
ამის შესახებ პრაიმ-ნიუსს აფხაზეთის საკითხებში სახელისუფლებო პარტია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების" კოორდინატორმა ვახტანგ გამსახურდიამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, კაზაკებთან ერთად, გალში გადასროლილია აფხაზური არმიის ქვედანაყოფები გუდაუთადან.
ვახტანგ გამსახურდია დარწმუნებულია, რომ აფხაზთა ჯარების გადაადგილება უკავშირდება საქართველოში 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის ფართოდ აღნიშვნას და აფხაზური მხარის შიშს ამ დღეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული საჯარისო ნაწილების მოსალოდნელი შეჭრის თაობაზე.
გალის რაიონის ქართული მოსახლეობა შექმნილ ვითარებაში სიმშვიდეს იცავს, თქვა მან.
XS
SM
MD
LG