Accessibility links

დაუდგენელმა პირებმა ორშაბათს დილით ზუგდიდში


დაუდგენელმა პირებმა ორშაბათს დილით ზუგდიდში არსებული დადიანების სასახლე-მუზეუმი გაძარცვეს და 5 უნიკალური მონეტა

დაუდგენელმა პირებმა ორშაბათს დილით ზუგდიდში არსებული დადიანების სასახლე-მუზეუმი გაძარცვეს და 5 უნიკალური მონეტა
წაიღეს.
როგორც პრაიმ-ნიუსს დადიანების სასახლის გადარჩენის ფონდის თავმჯდომარემ გიორგი კალანდიამ განუცხადა, ქურდების წაღებულ მონეტებს შორის არის თამარ მეფის და რუსუდანის დროინდელი უნიკალური მონეტები, ასევე მე-10, მე-11 საუკუნის ბიზანტიელი კეისრის მიერ მოჭრილი მონეტები.
მისი თქმით, დადიანების სასახლის გადარჩენის ფონდმა შესაბამის ორგანოებში არაერთხელ დასვა საკითხი იმის შესახებ, რომ სასახლე კანონის სრული იგნორირებით იყო გახსნილი.
კერძოდ, იქ არ მოქმედებდა სიგნალიზაცია, არ იყო ტოპოგრაფიული რუქები და ადგილზე მუშაობდა მეთვალყურეთა არასაკმარისი რაოდენობა.
გამოძიებას ზუგდიდის რაიონული პროკურატურა აწარმოებს.
XS
SM
MD
LG