Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს ფედერალური შეკრების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთის მთავრობები უსამართლოდ მიიჩნევენ მის მთავრობას ავტორიტარულად.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს ფედერალური შეკრების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთის მთავრობები უსამართლოდ მიიჩნევენ მის მთავრობას ავტორიტარულად.
მისი თქმით, სინამდვილეში იგი იცავს რუსეთის დემოკრატიას და ქვეყანას პოსტსაბჭოთა ეკონომიკური კოლაფსიდან გამოსვლაში ეხმარება. პუტინის სიტყვებით, რუსეთის პოლიტიკის რაიმე ძირეული კორექტირება არ მოხდება. [პუტინის ხმა] "მსოფლიოში ყველას არ სურს, რომ რუსეთი იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი და თავდაჯერებული. ამჟამად გლობალურ ბრძოლაში აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სახის პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორმაციო ზეწოლა. ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, ზოგჯერ განზრახ მიიჩნევენ ავტორიტარიზმად. ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა: ჩვენს პოლიტიკას არ გადავსინჯავთ."
XS
SM
MD
LG