Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობის თანახმად


შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობის თანახმად, ამერიკის ჯარებმა ერაყის ქალაქ ნაჯაფში ძალზე დიდი რაოდენობით

შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობის თანახმად, ამერიკის ჯარებმა ერაყის ქალაქ ნაჯაფში ძალზე დიდი რაოდენობით
შეიარაღებული ერაყელი მოკლეს. ბრიგადის გენერლის, მარკ კიმიტის თქმით, მოკლულია შიიტი სასულიერო პირის, მოყტადა ალ-სადრის მომხრე ასამდე შეიარაღებული პირი ნაჯაფში. აგრეთვე 30-მდე პირი ბაღდადში. შეერთებული შტატები ცდილობს, დააპატიმროს ალ-სადრი და დაამარცხოს მისი ლაშქარი 30 ივნისამდე, როცა დაგეგმილია ხელისუფლების გადაცემა ერაყის დროებითი მთავრობისთვის. ამასობაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა დღეს განაცხადა, რომ ის და ამერიკის პრეზიდენტი ბუში ერთსულოვანნი არიან იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს უცხო ქვეყნების ჯარების სამეთაურო სტრუქტურა ხელისუფლების გადაცემის შემდეგ. [ბლერის ხმა] "ჩვენ სრულიად ვეთანხმებით ერთმანეთს, რომ ერაყელ ხალხს სრული სუვერენიტეტი უნდა გადაეცეს და რომ მრავალეროვანი ჯარები ამერიკის მეთაურობის ქვეშ უნდა იყოს. ეს ბუნებრივია იმის გათვალისწინებით, რომ მას ჯარისკაცთა დიდი უმრავლესობა ეკუთვნის."
XS
SM
MD
LG