Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში ძებნაა გამოცხადებული ისლამურ ექსტრემიზმში


გერმანიაში ძებნაა გამოცხადებული ისლამურ ექსტრემიზმში ეჭვმიტანილ მუჰამედ მეტინ კაპლანზე,

გერმანიაში ძებნაა გამოცხადებული ისლამურ ექსტრემიზმში ეჭვმიტანილ მუჰამედ მეტინ კაპლანზე,
რომელსაც თურქეთშიც დაეძებენ სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანის საფუძველზე. გუშინ სასამართლომ გერმანიაში მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლებელს ხდიდა კაპლანის თურქეთში ექსტრადიციას. მაგრამ კაპლანი გაუჩინარდა და, როგორც ვარაუდობენ, პოლიციას ემალება. ხოლო ბრიტანეთში, საინფორმაციო საშუალებების ცნობით, პოლიციამ დააკავა მუსლიმანი სასულიერო პირი აბუ ჰამზა, რომლის ექსტრადიციასაც აშშ მოითხოვს. ჰამზას ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG