Accessibility links

logo-print

დღეს საღამოს ბომბით მუქარის გამო


დღეს საღამოს ბომბით მუქარის გამო საჭირო გახდა ბრატისლავის აეროპორტის დახურვა.

დღეს საღამოს ბომბით მუქარის გამო საჭირო გახდა ბრატისლავის აეროპორტის დახურვა.
ხვალ სლოვაკეთის დედაქალაქში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართება. დღესვე უფრო ადრე ბრატისლავაში პოლიციამ იპოვა ორი მომცრო ჩანთა, სავსე ასაფეთქებელი ნივთიერებებით. ეს მოხდა იმ შენობის სიახლოვეს, რომელშიც ხვალ ნატოს კონფერენცია იწყება. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივან ბორის აზალტოვიჩის განცხადებით, ერთ ჩანთაში იყო ჯერ კიდევ 1991 წლის ჩეხოსლოვაკური ნაწარმი, მეორეში ჩადებული ასაფეთქებელი ნივთიერება კი, როგორც ვარაუდობენ, იუგოსლავური წარმოებისაა. ხვალ ბრატისლავაში ნატოს 300-მდე წარმომადგენელი იკრიბება.
XS
SM
MD
LG