Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანელმა ჯარისკაცებმა ბეირუთში ცეცხლი გაუხსნეს


ლიბანელმა ჯარისკაცებმა ბეირუთში ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, მოკლეს სულ ცოტა 3 და დაჭრეს 9 ადამიანი.

ლიბანელმა ჯარისკაცებმა ბეირუთში ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, მოკლეს სულ ცოტა 3 და დაჭრეს 9 ადამიანი.
დემონსტრაციაზე პროტესტს გამოთქვამდნენ საწვავის მკვეთრად გაძვირების გამო. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს შრომის სამინისტროს. ხანძარში გაეხვია რამდენიმე სართული. მანამდე კი, დაახლოებით, 600-კაციანი დემონსტრაციის დასაშლელად ჯერ წყლის ჭავლი გამოიყენეს, რასაც ზოგი დემონსტრანტის მხრივ ქვების სროლა მოჰყვა. ამის შემდეგ ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს. სამხედროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია 5 ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG