Accessibility links

ირანში ახალი პარლამენტის ინაუგურაციის საზეიმო


ირანში ახალი პარლამენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია აურ-ზაურში გადაიზარდა, როცა რეფორმების მომხრე მინისტრმა

ირანში ახალი პარლამენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია აურ-ზაურში გადაიზარდა, როცა რეფორმების მომხრე მინისტრმა
გააკრიტიკა საპარლამენტო არჩევნებამდე მიღებული გადაწყვეტილება მრავალი პოტენციური კანდიდატის დისკვალიფიკაციის შესახებ. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აბდოლვაჰედ მუსავი-ლარიმ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, კონსერვატიული "მეთვალყურეთა საბჭოს" მიერ დისკვალიფიცირებულ იქნა 3600-ზე მეტი კანდიდატი, მათი თითქმის ნახევარი - უკანონოდ. ირანის ამჟამინდელ პარლამენტში კონსერვატიული ძალები ჭარბობენ და მათი წარმომადგენლების ნაწილმა ყვირილი ატეხა პარლამენტში მინისტრის ამ გამოსვლის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ, რომელიც ზომიერი კურსის მომხრედ ითვლება, ახალ დეპუტატებს სხვისი აზრისადმი შემწყნარებლობისაკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG