Accessibility links

logo-print

ავღანეთში გაეროს მისიის ხელმძღვანელის, ჟან


ავღანეთში გაეროს მისიის ხელმძღვანელის, ჟან არნოს განცხადებით, საარჩევნო პროცესს

ავღანეთში გაეროს მისიის ხელმძღვანელის, ჟან არნოს განცხადებით, საარჩევნო პროცესს
ავღანეთში კვლავინდებურად საფრთხეს უქმნის ტერორიზმი, განხეთქილება სხვადასხვა დაჯგუფებას შორის და კრიმინალური ორგანიზაციების მოქმედება. როგორც არნომ გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, საჭიროა მთელს ავღანეთში დიდი როლი დაეკისროს საერთაშორისო სამხედრო ძალებს, რათა მოხერხდეს სექტემბრის საყოველთაო არჩევნების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მანვე დაფინანსებისა და სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის გაზრდა მოითხოვა. ავღანეთთან დაკავშირებით იუწყებიან ასევე, რომ ევროკომისიამ ბრიუსელში გააკეთა განცხადება 35 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ.
XS
SM
MD
LG