Accessibility links

დღეს ერაყში გაეროს ელჩის, ლაკდარ


დღეს ერაყში გაეროს ელჩის, ლაკდარ ბრაჰიმის პრესსწარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრაჰიმი მიესალმება

დღეს ერაყში გაეროს ელჩის, ლაკდარ ბრაჰიმის პრესსწარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრაჰიმი მიესალმება

ერაყის დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრის პოსტზე იყად ალავის დასახელების ფაქტს. თუმცა ჯერ-ჯერობით მაინც არ არის ნათელი, იქნება თუ არა ალავი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბრაჰიმის საბოლოო არჩევანი. როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, ვაშინგტონისთვის ჯერაც უცნობია, ვინ დაინიშნება ერაყის სუვერენული მთავრობის მეთაურად.

[პაუელის ხმა]"ჩვენ ამ დროისათვის არანაირი პოზიცია არ გვაქვს და ელჩ ბრაჰიმის გადაწყვეტილებას ველოდებით. მას კი საამისოდ დრო სჭირდება.

შიიტი მუსლიმანის, ფიზიკოს იყად ალავის კანდიდატურა ერაყის მმართველმა საბჭომ დღეს დაასახელა. იგი თავადაც ამ საბჭოს წევრია. სადამ ჰუსეინის რეჟიმის წლებში იგი დვნილობაში იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG