Accessibility links

logo-print

უკანასკნელი ინფორმაციით ირანის ჩრდილოეთში მომხდარმა


უკანასკნელი ინფორმაციით ირანის ჩრდილოეთში მომხდარმა მიწისძვრამ 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავებულია 30

უკანასკნელი ინფორმაციით ირანის ჩრდილოეთში მომხდარმა მიწისძვრამ 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავებულია 30
პირი. ქაზვინის პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, მიწისძვრამ 80 სოფელი დააზიანა. თეირანის უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ რიხტერის შკალით 5,5 ბალი შეადგინა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით მიწისძვრის ეპიცენტრი თეირანიდან ჩრდილოეთით, 80 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისძვრა იგრძნობოდა ირანის დედაქალქაშიც, სადაც მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. რადიო ფადრას ეთერში ირანელმა ჟურნალისტმა არაშ ჰავიდელმა შემდეგნაირად აღწერა მიწისძვრა თეირანში.

[ჟურნალისტის ხმა]" დღეს დაახლოებით 17 საათსა და 5 წუთზე თეირანი საშინელმა მიწისძვრამ შეარყია. ყველაფერი ირხეოდა. თეირანის მოსახლეობა ბინებიდან ქუჩაში გამოეფინა. ისინი მართლაც ძალზე შეშინებულნი იყვნენ. საშინელი ბიძგები იყო."

მიწისძვრის ბიძგები სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთშიც საგრძნობი იყო.

XS
SM
MD
LG