Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკანასკნელი მონაცემებით, სულ ცოტა 45


უკანასკნელი მონაცემებით, სულ ცოტა 45 ადამიანი ემსხვერპლა გუშინდელ მიწისძვრას თეირანში. 350 დაშავდა.

უკანასკნელი მონაცემებით, სულ ცოტა 45 ადამიანი ემსხვერპლა გუშინდელ მიწისძვრას თეირანში. 350 დაშავდა.
ირანის ხელისუფლება იტყობინება, რომ მიძისძვრამ სერიოზული ნგრევა გამოიწვია 80-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. ახალი მიწისქვეშა ბიძგების შიშით მრავალმა ადამიანმა გაათენა ღამე ღია ცის ქვეშ. მიწისძვრის ძალა 6 ბალს აღემატებოდა რიხტერის შკალაზე. ეპიცენტრი თეირანიდან ჩრდილოეთით 70 კილომეტრზე მდებარეობდა. დღეს ირანის პროვინცია კაზვინში, რომელიც მიწისძვრამ დააზარალა, კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა. ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელშიც პროვინციის გუბერნატორი და მისი 6 თანამშრომელი იმყოფებოდნენ. ისინი მიწისძვრის ადგილის მოსანახულებლად მიემართებოდნენ. ავარიის შედეგად ყველა დაიღუპა.
XS
SM
MD
LG