Accessibility links

logo-print

ქურთისტანის მუშათა პარტიის მემკვიდრე ორგანიზაცია


ქურთისტანის მუშათა პარტიის მემკვიდრე ორგანიზაცია იმუქრება, რომ შეწყვეტს თურქეთთან ორმხრივ საზავო შეთანხმებას,

ქურთისტანის მუშათა პარტიის მემკვიდრე ორგანიზაცია იმუქრება, რომ შეწყვეტს თურქეთთან ორმხრივ საზავო შეთანხმებას,
თურქი სამხედროების მხრიდან მზარდი თავდასხმების საპასუხოდ. მესოპოტამიის ახალი ამბების სააგენტოს თანახმად (რომელსაც ბინა გერმანიაში უდევს), სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც ამჟამად ქურთისტანის ხალხთა კონგრესის სახელწოდებითაა ცნობილი, აცხადებს, რომ თურქეთის თავდაცვის ძალებმა გააძლიერეს ქურთებზე თავდასხმები სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ბოლო სამი თვის მანძილზე. 1999 წელს ქურთების ავტონომიისთვის შეიარაღებულ ბრძოლაში სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, თურქმა და ქურთმა მეომრებმა ზავი გამოაცხადეს. მაშინ ამ კონფლიქტისას 37 000 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG