Accessibility links

logo-print

არეულობებმა იფეთქა მექსიკის ქალაქ გვადალახარაში


არეულობებმა იფეთქა მექსიკის ქალაქ გვადალახარაში, სადაც დასასრულს უახლოვდება ევროპის კავშირისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ლიდერების შეხვედრა.

არეულობებმა იფეთქა მექსიკის ქალაქ გვადალახარაში, სადაც დასასრულს უახლოვდება ევროპის კავშირისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ლიდერების შეხვედრა.
სიღატაკის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო დემონსტრაციები, რომლებიც სტუდენტებმა მოაწყვეს, სწრაფად გადაიზარდა დარბევაში. გაძარცვეს ბანკები და მაღაზიები. დაამსხვრიეს მანქანები. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. 20-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა, ასზე მეტი დააპატიმრეს. არეულობების გამო საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი იძულებული გახდა გადაედო პრესკონფერენცია.
XS
SM
MD
LG