Accessibility links

logo-print

ეგვიპტე დათანხმდა, უზრუნველყოს უსაფრთხოება ღაზის


ეგვიპტე დათანხმდა, უზრუნველყოს უსაფრთხოება ღაზის სექტორში, თუკი ისრაელი იქიდან ჯარებს გაიყვანს და მოსახლეობის ევაკუაციას მოახდენს.

ეგვიპტე დათანხმდა, უზრუნველყოს უსაფრთხოება ღაზის სექტორში, თუკი ისრაელი იქიდან ჯარებს გაიყვანს და მოსახლეობის ევაკუაციას მოახდენს.
ეგვიპტის პრესის ცნობით, პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის თხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში გაგზავნის ექსპერტების ჯგუფს, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტებს. შარონმა მუბარაქს შეატყობინა თავისი ახალი გეგმის შესახებ, რომელიც ღაზის სექტორიდან ჯარების და მოსახლეობის გაყვანას ითვალისწინებს. გეგმა ისრაელის მთავრობამ უნდა მოიწონოს.

XS
SM
MD
LG