Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბიზნესის კონფერენცია წინანდალში ოფიციალურად დაიხურა


თამართჩიქოვანი, თბილისი 29 მაისს წინანდალში რუსეთის ბიზნესკონფერენციის დახურვის ოფიციალური ცერემონია, გახსნისგან განსხვავებით, საკმაოდ მოკრძალებულად ჩატარდა. მიუხედავად იმისა,

რომ წინანდალში საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს დილიდან ელოდნენ, არც მიხეილ სააკაშვილი და არც ზურაბ ჟვანია წინანდალში არ გამოჩენილან.

29 მაისს წინანდალში ოფიციალურად დაიხურა რუსეთის ბიზნესკონფერენცია, რომლის შედეგები ჯერჯერობით მთლად მკაფიო არ გახლავთ, თუ არ ჩავთვლით ვნეშტორგბანკის გადაწყვეტილებას გაერთიანებული ქართული ბანკის საკონტროლო პაკეტის ყიდვის შესახებ და აეროფლოტსა და აირზენას შორის დაწყებულ მოლაპარაკებებს: აეროფლოტ აირზენას ან საკონტროლო პაკეტის, ან აქციათა 100-ვე პროცენტის ყიდვა სურს.
ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა, ჭიათურმანგანუმი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნები - საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ირაკლი რეხვიაშვილის განცხადებით, ეს ის სფეროებია, რომელშიც ინვესტიციების განხორციელებით, შესაძლოა, რუსი ბიზნესმენები დაინტერესდნენ.

Mმე შევეცადე ჩვენს თელაველ თანამშრომელ ნატო მეგუთნიშვილთან დამედგინა, რატომ არ ჩავიდნენ წინანდალში საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი:
[ნატოNმეგუთნიშვილის ხმა] " ბოლო წუთამდე ელოდნენ, მაგრამ რატომ არ ჩამოვიდნენ, არ ვიცი. Dდილიდან დაცალეს ბაღი მოსეირნეებისგან. Pპირველ საათზე ელოდნენ. Mეგრე თქვეს - აღარ მოდის სააკაშვილი, მოდის ჟვანიაო, მაგრამ არც სააკაშვილი და არც ჟვანია არ ჩამოსულან. იყვნენ ქართველი და რუსი ბიზნესმენები. Aახლდნენ კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილი, ეკონომიკის მინისტრი ირაკლი რეხვიაშვილი, საქართველოს ელჩი რუსეთში კოტე კემულარია.
-როგორ ჩატარდა ბიზნესკონფერენციის დახურვის ცერემონია?
-კახეთში ხომ შემოვიდნენ. ბაკურციხესთან - იქ რესტორანი "ნაკადულია" - მოუწყვეს შეხვედრა. ამოავლეს ჩურჩხელები ბიზნესმენებმა. შემდეგ იყვნენ ჯი-ვი-ეს-ის ღვინის ქარხანაში. დეგუსტაცია იყო. დალიეს ძალიან ბევრი ღვინო. აქაც კახური ალა ფურშეტი მოუწყვეს. არავითარი ოფიციალური ნაწილი არ ყოფილა."
ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის ცნობით, საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების ჩაუსვლელობა წინანდალში იმან გამოიწვია, რომ რუსული დელეგაციის ყველაზე გავლენიანმა პირებმა ჯერ კიდევ წინა დღით დატოვეს თბილისი. მოგეხსენებათ, დრო ფული ღირს, რაც, ალბათ, ყველაზე უკეთ სწორედ მათ იციან, ვინც რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდიანი ქონება დააგროვა. თუმცა თბილისიდან გამგზავრების წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა სტუმრებისგან მცირე საჩუქარიც მიიღო. სააგენტო კავკაზპრესის ცნობით, კომპანია "იტერას" ხელმძღვანელმა ვალერი ოტჩერცოვმა საქართველოს პრეზიდენტს საჩუქრად წიგნი და გრავიურა გადასცა. გრავიურა მე-18 საუკუნის უცნობ გერმანელ მხატვარს ეკუთვნის და მასზე ძველი თბილისია გამოსახული. ხოლო წიგნი, რომელიც, ოტჩერცოვის თქმით, ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა, 1872 წელსაა გამოცემული. წიგნის სახელია "გიორგი მეთორმეტე და საქართველოს რუსეთთან მიერთება."
XS
SM
MD
LG