Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 ათასი პოლიციელი აკონტროლებს ქუჩებს


15 ათასი პოლიციელი აკონტროლებს ქუჩებს პაკისტანის ქალაქ კარაჩიში, სადაც დღეს დილით მოკლულ იქნა სუნიტების პოპულარული მუფტი ნიზამუდინ შამზაი.

15 ათასი პოლიციელი აკონტროლებს ქუჩებს პაკისტანის ქალაქ კარაჩიში, სადაც დღეს დილით მოკლულ იქნა სუნიტების პოპულარული მუფტი ნიზამუდინ შამზაი.
მკვლელობის შემდეგ ქალაქში სერიოზული არეულობები დაიწყო. შამზაის განრისხებული მომხრეები თავს ესხმოდნენ პოლიციის განყოფილებებს, წვავდნენ მანქანებსა და მოტოციკლეტებს, არბევდნენ ბანკებსა და მაღაზიებს. სროლისას დაიჭრა სულ ცოტა ოთხი პოლიციელი. შამზაი აქტიურად უჭერდა მხარს თალიბებს და არაერთხელ გამოსულა მუსულმანებისადმი მოწოდებით, რომ წმინდა ომი აწარმოონ შეერთებული შტატების წინააღმდეგ. მომხდარი მკვლელობისთვის ჯერჯერობით არავის აუღია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა.

XS
SM
MD
LG