Accessibility links

საუდის არაბეთში მომხდარი ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა


საუდის არაბეთში მომხდარი ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ამ ქვეყანაში "ალ-ყაიდის" ლიდერმა აბდულ აზიზ ალ-მუკრინმა.

საუდის არაბეთში მომხდარი ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ამ ქვეყანაში "ალ-ყაიდის" ლიდერმა აბდულ აზიზ ალ-მუკრინმა.
ქალაქ ხობარში დასავლეთის ნავთობკომპანიების ოფისებზე თავდასხმა შაბათს დილით განხორციელდა. ოფისების იერიშის დროს სულ ცოტა 22 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაიჭრა და 50 მძევლად აიყვანეს. ინციდენტიდან ერთი დღე-ღამის შემდეგ საუდის არაბეთის უშიშროების სამსახურებმა მოახერხეს ტერორისტების გაუვნებელყოფა და თითქმის ყველა მძევლის განთავისუფლება. საუდის არაბეთში ბრიტანეთის წარმომადგენელმა გამოთქვა გაფრთხილება, რომ შესაძლებელია ისლამისტების მხრიდან ახალი თავდასხმები. დღეს მთელი რიგი ქვეყნების, მათ შორის მუსულმანური სახელმწიფოების, ლიდერებმა დაგმეს გუშინდელი ტერაქტი.

XS
SM
MD
LG