Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის სახელმწიფო უშიშროების სასამართლომ შეწყვიტა


თურქეთის სახელმწიფო უშიშროების სასამართლომ შეწყვიტა მოსმენა ნოემბერში სტამბოლში მოწყობილ აფეთქებებთან დაკავშირებით.

თურქეთის სახელმწიფო უშიშროების სასამართლომ შეწყვიტა მოსმენა ნოემბერში სტამბოლში მოწყობილ აფეთქებებთან დაკავშირებით.
ბრალდებულების რიცხვი 69-ს აღწევს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას აღარ გააჩნია ეჭვმიტანილების გასამართლების კომპეტენცია, რახან ბოლოდროინდელმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა გააუქმა სახელმწიფო უშიშროების სასამართლო სისტემა. თუმცა, სასამართლო პარასკევამდე განაგრძობს მუშაობას ზოგი პროცედურის დასამთავრებლად. ეჭვმიტანილების დაცვის წარმომადგენლის, ვექილ ილჰამ საიანის განმარტებით: [ილჰამ საიანის ხმა] "რახან ძალაში აღარ არის კონსტიტუციის 143-ე მუხლი, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოსმენის შეწყვეტის შესახებ. შემდეგი მოსმენა ხვალ, 2004 წლის 1 ივნისს გაიმართება". ნოემბერში თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ მოწყობილმა 4-მა აფეთქებამ სტამბულში 61 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG