Accessibility links

დღეს გარდაიცვალა ზელიმხან კადიროვი -


დღეს გარდაიცვალა ზელიმხან კადიროვი - ჩეჩნეთის მოკლული პრეზიდენტის, ახმად კადიროვის ვაჟიშვილი.

დღეს გარდაიცვალა ზელიმხან კადიროვი - ჩეჩნეთის მოკლული პრეზიდენტის, ახმად კადიროვის ვაჟიშვილი.
ის 30 წლის იყო და გულით იყო დაავადებული. მამამისი წელს 9 მაისს გროზნოში მოწყობილი ტერაქტის შედეგად დაიღუპა. საინფორმაციო სააგენტო "იტარ-ტასის" ცნობით, ზელიმხან კადიროვი ჩეჩნეთის სოფელ ცენტოროიში გარდაიცვალა. ის რამდენიმე თვე მძიმე მდგომარეობაში იყო. ზელიმხანის ძმა, 27 წლის რამზანი რესპუბლიკის მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერია. რამზანი დღეს მოსკოვში იყო, სადაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის საფეხბურთო თასის ფინალურ შეხვედრაში გამარჯვება მიულოცა ჩეჩნების გუნდს: გროზნოს "თერგს". საგანგებო ცერემონიაზე პუტინმა ფეხბურთელებს გადასცა ახმად კადიროვის კუთვნილი ხმალი. გროზნოს "თერგმა" კვირას მოიპოვა ბევრისათვის მოულოდნელი გამარჯვება რუსეთის საფეხბურთო თასის გათამაშების ფინალურ მატჩში.
XS
SM
MD
LG