Accessibility links

logo-print

საუდის არაბეთის უშიშროების ძალებმა დაიწყეს


საუდის არაბეთის უშიშროების ძალებმა დაიწყეს 3 მუსლიმანი ექსტრემისტის ძებნა

საუდის არაბეთის უშიშროების ძალებმა დაიწყეს 3 მუსლიმანი ექსტრემისტის ძებნა
მას შემდეგ, რაც მათი მონაწილეობით განხორციელებულმა თავდასხმამ აღმოსავლეთ საუდის არაბეთში, ქალაქ ხობარში, 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაიჭრა 25-მდე კაცი. ერთი თავდამსხმელი დაიჭრა და გუშინ ჩაუვარდა ხელში უშიშროების ძალებს. საუდის არაბეთის სამეფოში უმაღლესი რანგის სასულიერო პირის, დიდი მუფტის, შეიხ აბდულაზიზ ალ-შეიხის დღევანდელი განცხადებით, თავდასხმას ხობარში საერთო არაფერი ჰქონდა ისლამთან.
XS
SM
MD
LG