Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნოგორიაში ასობით ჟურნალისტი და სხვა


ჩერნოგორიაში ასობით ჟურნალისტი და სხვა მოქალაქე მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლაში,

ჩერნოგორიაში ასობით ჟურნალისტი და სხვა მოქალაქე მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლაში,
რომელზეც მთავრობისაგან მოითხოვეს ჟურნალისტ დუშკო იოვანოვიჩის მკვლელების პოვნა. იოვანოვიჩს, რომელიც წამყვან ოპოზიციურ გაზეთ "დანის" მთავარი რედაქტორი იყო, პარასკევს ესროლეს და მოკლეს გაზეთის შტაბბინის წინ, ჩერონოგორიის დედაქალაქ პოდგორიცაში. მკვლელობას, ზოგის შეფასებით, შესაძლოა, პოლიტიკური მოტივი ჰქონდეს - ჟურნალისტს კავშირი ჰქონდა ოპოზიციურ პარტიებთან და აკრიტიკებდა პრემიერ-მინისტრ მილო ჯუკანოვიჩის მთავრობას.ჯუკანოვიჩის მთავრობამ უკვე პირობა დადო, რომ გულდასმით ჩაატარებს გამოძიებას.
XS
SM
MD
LG