Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელმძღვანელობამ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში


საქართველოს ხელმძღვანელობამ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დღეს შინაგანი ჯარების ნაწილების მობილიზაცია გამოაცხადა

საქართველოს ხელმძღვანელობამ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დღეს შინაგანი ჯარების ნაწილების მობილიზაცია გამოაცხადა
მას შემდეგ, რაც ოსი სეპერტისტების ხელმძღვანელობამ ცხინვალში შერეული სამხედრო ძალების სარდლობასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება ქართული მხარის კონტროლს დაქვემდებარებული ბლოკ-საგუშაგოების გაუქმებაზე. მაგრამ მოგვიანებით საქართველოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა რეგიონში მობილიზებული ძალების უკან გაყვანა. თუ რატომ, ამ საკითხზე ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ საქმე ეხება კონტრაბანდის წინააღმდეგ ბძროლას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. [სააკაშვილის ხმა] "ჩვენი სპეცდანიშნულების შენაერთის გაყვანაზე გადაწყვეტილება მივიღეთ მას შემდეგ, რაც მოგვცეს გარანტიები, რომ ჩვენს ბლოკ-პოსტებზე თავდასხმებს არავინ მოაწყობს. მე ვენდე ამ გარანტიებს. ვფიქრობ, ყველასათვის გასაგებია, რომ უარს არ ვიტყვით კონტრაბანდასთან ბრძოლაზე. მეორე მხრივ, სულაც არ გვინდა რაიმე კონფლიქტში შესვლა. კონფლიქტი არ ყოფილა - იყო გარკვეული სიტუაცია, რომლის მოგვარება გადავწყვიტეთ, რათა ყველასათვის გასაგები იყოს, რომ არ ვხუმრობთ. გადაწყვეტილი გვაქვს კონტრაბანდის ყველა ხვრელის ამოვსება და ამოვავსებთ კიდეც". იმავე ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონის მოსახლეებს, როგორც ქართველებს, ისე ოსებს, პენსიები დაურიგდებათ და რომ საქართველოს სახელმწიფო ტელევიზია შეუდგება საინფორმაციო პროგრამების მაუწყებლობას ოსურ ენაზეც. "ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვსო", უთხრა პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნებით ოს მოსახლეებს.
XS
SM
MD
LG