Accessibility links

logo-print

დღეს ბაღდადში მოხდა მანქანაში ჩადებული


დღეს ბაღდადში მოხდა მანქანაში ჩადებული ბომბის, ხოლო ჩრდილოეთ ერაყში, ამერიკულ სამხედრო ბაზასთან, გზისპირას ჩადებული ბომბის აფეთქება.

დღეს ბაღდადში მოხდა მანქანაში ჩადებული ბომბის, ხოლო ჩრდილოეთ ერაყში, ამერიკულ სამხედრო ბაზასთან, გზისპირას ჩადებული ბომბის აფეთქება.
ამერიკელმა სამხედრო პირმა ერაყში თქვა, რომ მანქანაში ჩადებული ბომბით აფეთქებამ სამი ადამიანი იმსხვერპლა და 20-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. ერაყის პოლიციის უფრო ადრინდელი განცხადებით, აფეთქებისას 10 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება მოხდა თურქისტანის პატრიოტული კავშირის შტაბ-ბინასთან, რომელიც ე.წ "მწვანე ზონის" ერთ-ერთ შესასვლელთან მდებარეობს. ეს ის ტერიტორიაა, სადაც ერაყში ამერიკული ადმინისტრაციის წევრები სახლობენ. გზისპირა ბომბმა, რომელიც ბაღდადის ჩრდილოეთით, დაახლოებით 250 კმ-ით დაშორებულ ქალაქ ბაიჯიში აფეთქდა, 11 ერაყელი იმსხვერპლა. მათ შორის იყო სამოქალაქო თავდაცვის კორპუსის 7 წევრი. დაიჭრა 23 ადამიანი.

XS
SM
MD
LG