Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს უკვე ცნობილია ერაყის ახალი


დღეს უკვე ცნობილია ერაყის ახალი დროებითი მთავრობის ორი წევრის ვინაობა:

დღეს უკვე ცნობილია ერაყის ახალი დროებითი მთავრობის ორი წევრის ვინაობა:
პრეზიდენტად დაინიშნა ღაზი ალ იავერი, ხოლო პრემიერ მინისტრად იად ალავი. ერაყის მმართველი საბჭოს წევრებმა განაცხადეს რომ საბჭო ძალაუფლებას ახალ მთავრობას გადააბარებს, რათა მისცეს მას საშუალება დაიწყოს ქვეყნის მართვის პროცესი.
უფრო ადრე, ალ იავარმა განაცხადა, რომ ერაყში "სრული სუვერენიტეტი" აღდგება.
"ჩვენ, ერაყელებიც, ძალიან დაინტერესებულნი ვართ, რომ უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შედეგად მოგვეცეს სრული სუვერენიტეტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას ავაშენოთ თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ფედერალური, გაერთიანებული სახელმწიფო".
ალავიმ ფიცი დადო, რომ ერაყს დემოკრატიის გზით წარმართავს.
ამერიკული კოალიციის ხელმძღვანელობა ერაყში ახალ დროებით მთავრობას ოფიციალურად 30 ივნისს გადასცემს ძალაუფლებას.



XS
SM
MD
LG