Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს საგანგებო წარგზავნილმა ლაჰდარ ბრაჰიმიმ


გაეროს საგანგებო წარგზავნილმა ლაჰდარ ბრაჰიმიმ დღეს მოუწოდა ერაყელებს მიიღონ ახალი დროებითი მთავრობა და დაეხმარონ მას საყოველთაო არჩევნების მომზადებაში.

გაეროს საგანგებო წარგზავნილმა ლაჰდარ ბრაჰიმიმ დღეს მოუწოდა ერაყელებს მიიღონ ახალი დროებითი მთავრობა და დაეხმარონ მას საყოველთაო არჩევნების მომზადებაში.
ბრაჰიმის თქმით, ეროვნული არჩევნები, რომელიც მომავალი წლის დასაწყისისთვის არის დაგეგმილი, ქვეყნის შემდგომი დიდი პოლიტიკური ნაბიჯი იქნება. [ბრაჰიმის ხმა] "ახლა, როცა გამოცხადდა მთავრობის შემადგენლობა, ერაყელმა ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, კარგი მთავრობაა ეს თუ არა იგი და რამდენად კარგია. იმედი მაქვს, რომ ამის თაობაზე ისინი საკუთარ აზრს შეიმუშავებენ იმის საფუძველზე, თუ რას გააკეთებს და იტყვის მთავრობა იმ რამდენიმე კრიტიკული თვის მანძილზე, რომელიც წინ გვაქვს." ამასობაში თურქეთმა და ირანმა კმაყოფილება გამოხატეს ერაყის ახალი დროებითი მთავრობის თაობაზე, რომელიც 30 ივნისს გადაიბარებს ხელისუფლებას სამხედრო კოალიციისგან, რომელსაც შეერთებული შტატები უდგას სათავეში.
XS
SM
MD
LG