Accessibility links

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა იმედი


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა იმედი გამოთქვა, რომ კვირას მინისტრთა კაბინეტი მოიწონებს შარონის გეგმას

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა იმედი გამოთქვა, რომ კვირას მინისტრთა კაბინეტი მოიწონებს შარონის გეგმას
ღაზის სექტორიდან ჯარების გაყვანისა და ებრაული დასახლებების ევაკუაციის შესახებ. გეგმით გათვალისწინებულია ღაზის სექტორის 21 და მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის 4 დასახლების დემონტაჟი. შრომის ოპოზიციური პარტიის ლიდერმა შიმონ პერესმა განაცხადა: [პერესის ხმა] "მე მიმაჩნია, რომ თუკი პრემიერ-მინისტრი ერს მიმართავს, მაშინ გეგმის მიღების ალბათობა დიდი იქნება. მაგრამ თუკი იგი ლიკუდის პარტიაზე იქნება დამოკიდებული, ჩვენ ყველა უსიამოვნო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით." ამასწინანდელ რეფერენდუმზე მმართველი ლიკუდის პარტიის უმრავლესობამ უკუაგდო შარონის გეგმა.
XS
SM
MD
LG