Accessibility links

logo-print

ტაჯიკეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დღეს


ტაჯიკეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დღეს ერთხმად მოიწონა სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გამოცხადება.

ტაჯიკეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დღეს ერთხმად მოიწონა სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გამოცხადება.
კანონპროექტი აგრეთვე პატიმრობის მაქსიმალურ ვადად 25 წელს ადგენს. დოკუმენტი უნდა მოიწონოს ზედა პალატამ და ხელმოწერილ იქნეს პრეზიდენტ ემომალი რახმონოვის მიერ. მაგრამ, როგორც პარლამენტის წევრმა შერმაჰმად შოევმა თქვა, სასამართლოები უკვე ემორჩილებიან მორატორიუმს. [შოევის ხმა] "ტაჯიკეთმა ეს გადაწყვეტილება მიიღო უმეტესი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, რომელთაც სიკვდილით დასჯა გააუქმეს ან მორატორიუმი გამოაცხადეს. ამიერიდან ტაჯიკეთში სიკვდილით დასჯა აღარ აღსრულდება. სასამართლოებს უკვე აღარ გამოაქვთ ეს განაჩენი". გაეროს ადამიანის უფლებების უწყება მიესალმა მორატორიუმის შემოღებას და "ადამიანურობისა და დემოკრატიის აქტი" უწოდა მას.
XS
SM
MD
LG