Accessibility links

logo-print

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის, "ოპეკის"


ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის, "ოპეკის" წარმომადგენლები ბეირუთში შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ,

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის, "ოპეკის" წარმომადგენლები ბეირუთში შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ,
რომ ნავთობის წარმოება დღეში 2,5 მილიონი ბარელით გაიზრდება. "ოპეკის" პრეზიდენტმა, ინდონეზიის ენერგეტიკის მინისტრმა პურნომო იუსგიანტორომ გამოთქვა ორგანიზაციის შეშფოთება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების გამო და პირობა დადო, რომ ოპეკი მიიღებს ზომებს ფასების დასაწევად. [იუსგიანტოროს ხმა] "ძალიან შეშფოთებული ვართ ამჟამინდელი ვითარებით და ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ ხელი შევუწყოთ ბაზრის სტაბილიზაციას და ფასების ნორმალიზაციას. ასე გავაგრძელებთ, სანამ საჭირო იქნება". ნავთობის ფასმა რამდენიმე დღეა, სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია - ერთი ბარელი 40 დოლარი ღირს. როგორც იუწყებიან, 1 ივლისიდან ნავთობის წარმოება დღეში 25,5 მილიონ ბარელამდე, ხოლო 1 აგვისტოდან 26 მილიონ ბარელამდე გაიზრდება.
XS
SM
MD
LG