Accessibility links

logo-print

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოშიარ


ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოშიარ ზებარი ნიუ-იორკშია და მოსალოდნელია, რომ მოგვიანებით გაეროს უშიშროების საბჭოში გამოვა.

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოშიარ ზებარი ნიუ-იორკშია და მოსალოდნელია, რომ მოგვიანებით გაეროს უშიშროების საბჭოში გამოვა.
ის საბჭოს გააცნობს ერაყის მთავრობის პოზიციას ერაყის მომავლის შესახებ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც აშშ-მა და ბრიტანეთმა მოამზადეს. სავარაუდოდ, უშიშროების საბჭო ჯერ არ უყრის კენჭს ახალ რეზოლუციას, მაგრამ საბჭოს რამდენიმე წევრმა, მათ შორის რუსეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა უკვე გამოთქვეს აზრი, რომ რეზოლუციის პროექტი გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს. გუშინ ერაყის ახალ პრეზიდენტად ღაზი ალ-იავერი, ხოლო პრემიერ-მინისტრად ილიად ალავი დაინიშნენ. დღეს კი ქალაქ კუფაში ამერიკელ სამხედროებსა და რადიკალი შიიტი სასულიერო პირის, მოყტადა ალ-სადრის მებრძოლებს შორის შეტაკება მოხდა. მოკლეს ალ-სადრის სულ ცოტა 5 მებრძოლი. დღესვე ვაშინგტონში გაიმართა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა და ავსტრალიის პრეზიდენტის, ჯონ ჰოუარდის შეხვედრა. ჰოუვარდმა ევროპელები გააფრთხილა, ერაყის საკითხში არ იყოყმანონ და პირობა დადო, რომ ერაყში დარჩება 850 ავსტრალიელი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG