Accessibility links

logo-print

თურქმენეთის პრეზიდენტ საფარმურატ ნიაზოვის განცხადებით


თურქმენეთის პრეზიდენტ საფარმურატ ნიაზოვის განცხადებით, ეთნიკურ უზბეკებს მოუწევთ გადაწყვიტონ,

თურქმენეთის პრეზიდენტ საფარმურატ ნიაზოვის განცხადებით, ეთნიკურ უზბეკებს მოუწევთ გადაწყვიტონ,
რომელი ქვეყნის მოქალაქეობა სურთ. ნიაზოვი ამასწინათ ჩავიდა პროვინციაში, რომელიც უზბეკეთს ესაზღვრება და რომელშიც რამდენიმე ასეული უზბეკური ოჯახი ცხოვრობს. ნიაზოვის თქმით, ახლა, როცა მისი ქვეყანა და უზბეკეთი ამ რაიონში საზღვრის დემარკაციაზე შეთანხმდნენ, ეთნიკურმა უზბეკებმა უნდა აირჩიონ, რა სურთ - თურქმენული, თუ უზბეკური მოქალაქეობა. შარშან ნიაზოვმა ასეთივე მოთხოვნა წაუყენა ეთნიკურ რუსებს. მანამდე დადებული შეთანხმებით, შესაძლებელი იყო ორმაგი, რუსულ-თურქმენული მოქალაქეობა, მაგრამ ნიაზოვი ცალმხრივი წესით გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან.
XS
SM
MD
LG