Accessibility links

logo-print

ევროკომისიამ "გაოცება და გაწბილება" გამოთქვა


ევროკომისიამ "გაოცება და გაწბილება" გამოთქვა მოსკოვის გადაწყვეტილების გამო, შეწყვიტოს რუსეთში

ევროკომისიამ "გაოცება და გაწბილება" გამოთქვა მოსკოვის გადაწყვეტილების გამო, შეწყვიტოს რუსეთში
ევროკავშირიდან ხორცის ნაწარმის იმპორტი. 1 ივნისიდან რუსეთი უარს ამბობს ხორცის შემცველ პროდუქტზე მისი მწარმოებელი ევროკავშირის წევრი ქვეყნის სერთიფიკატის აღიარებაზე და მოითხოვს ევროკომისიისაგან, შეიმუშავოს საერთო სერთიფიკატი ევროკავშირის მთელს ექსპორტზე. ევროკომისიის პრესმდივნის, რეიო კემპინენის განმარტებით, ასეთ ზომას კომისია ჯერ ვერ მიიღებს და ამ საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკება უკვე გაიმართა. მისივე თქმით, მოსკოვის მიერ იმპორტის აკრძალვა გაუმართლებელია.
XS
SM
MD
LG