Accessibility links

logo-print

ავღანეთის ბაღდისის პროვინციაში გუშინ ჰუმანიტარული


ავღანეთის ბაღდისის პროვინციაში გუშინ ჰუმანიტარული ორგანიზაციის ხუთი მუშაკიის დახოცვას ამ ორგანიზაციამ

ავღანეთის ბაღდისის პროვინციაში გუშინ ჰუმანიტარული ორგანიზაციის ხუთი მუშაკიის დახოცვას ამ ორგანიზაციამ
- "ექიმები უსაზღვრებოდ" - ავღანეთში მუშაობის შეწყვეტით უპასუხა. ამის შესახებ განცხადება დღეს ქაბულში გააკეთა ორგანიზაციის პრეს-მდივანმა ვიკი ჰოუკინსმა: [ჰოუკინსის ხმა] "მომავალ კვირებში მომხდარს გავაანალიზებთ, მაგრამ ახლა მთავარია, ვიზრუნოთ იმათზე, ვიზეც ამ ტრაგედიამ ყველაზე მძიმედ იმოქმედა. ჯერ-ჯერობით ჩვენი საქმიანობა მთელს ავღანეთში შეჩერდება". ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლების - ორი ავღანელი, ერთი ჰოლანდიელი და ერთი ნორვეგიელი მამაკაცის და ერთი ბელგიელი ქალის - დახოცვის პასუხისმგებლობას მოძრაობა "თალიბანს" აკისრებენ. მკვლელობა დაგმო გაერომ და ბაღდისის პროვინციაში დღეს მანაც შეწყვიტა მუშაობა.
XS
SM
MD
LG