Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამ ჩეჩენს - იუსუპ იუნუსოვს


სამ ჩეჩენს - იუსუპ იუნუსოვს, ვალიდ სულეიმანოვს და ახმედ იზმაილოვს სამუდამო პატიპრობა მიუსაჯეს

სამ ჩეჩენს - იუსუპ იუნუსოვს, ვალიდ სულეიმანოვს და ახმედ იზმაილოვს სამუდამო პატიპრობა მიუსაჯეს
2002 წელს გროზნოში მოწყობილ აფეთქებაში შესრულებული როლისათვის. ლაპარაკია ავტომანქანებში ჩადებული ბომბების აფეთქებაზე მთავრობის შენობასთან, რამაც სულ ცოტა 71 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაიჭრა ასობით ადამიანი. სამი მსჯავრდებული დამნაშავედ სცნეს აფეთქების დღეს ასაფეთქებელი მოწყობილობებით სავსე სატვირთო მაქანების მომზადებასა და მათს შენობასთან მიყვანაში. პროკურორების თქმით, ამ საქმეში თითომ 1500 დოლარი მიიღო. ოფიციალურ პირთა განცხადებით, აფეთქების ორგანიზატორი შამილ ბასაევი იყო.
XS
SM
MD
LG