Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა ეკონომიკის ახალი მინისტრი კახა ბენდუქიძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა ეკონომიკის ახალი მინისტრი კახა ბენდუქიძე.
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა, რომ ახალი მინისტი მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს. დღესვე ეკონომიკის სამინისტროში ხანძარი გაჩნდა. საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, სამინისტროს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ დაიწვა ერთი ოთახი და ხანძარი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ეკონომიკის ახალი და ძველი მინისტრები. ისინი რაიმე პროვოკაციას გამორიცხავენ.
XS
SM
MD
LG