Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვას იწყებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორც ჩანს, საქართველოს ეკონომიკური პრობლემების მოგვარება ხელისუფლების ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა, რაც თუნდაც გასულ კვირას ეკონომიკის მინისტრად რუსეთში

მოღვაწე ერთერთი წარმატებული ბიზნესმენის კახა ბენდუქიძის დანიშვნით დადასტურდა. თუმცა, ხელისუფლება ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისას უცხოელი ექსპერტების დახმარების გამოყენებასაც გეგმავს. რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან მრჩევლად საქართველოში მიიწვია ცნობილი პერუელი ეკონომისტი ერნანდო დე სოტო, რომელიც საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციას შეეცდება.
ეკონომიკური აღმავლობის მისაღწევად კიდევ რა პრობლემების მოგვარებაზე მოუწევს ზრუნვა ხელისუფლებას - ამ თემაზე საუბრობს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის დღევანდელი სტუმარი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორი კახა უგულავა. მას თამარ ჩიქოვანმა უმასპინძლა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG