Accessibility links

რას წერს რუსული პრესა კახა ბენდუქიძეზე


თამარ ჩიქოვანი და გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის კახა ბენდუქიძის საქართველოს ეკონომიკის მინისტრთად დანიშვნა მოულოდნელი აღმოჩნდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთშიც. შეიძლება ითქვას,

რომ ეს თემა რუსულ მედიაში ერთერთ ცხელ ახალ ამბად იქცა. „რუსეთიდან საქართველოში ტვინის გადინება დაიწყო" - ზოგადად ასე აფასებს რუსული პრესა საქართველოს ხელისუფლების არჩევანს.
რას წერს რუსული პრესა კახა ბენდიქიძის კარიერის მოულოდნელ ცვლილებაზე - თამარ ჩიქოვანი და გიორგი კაკაბაძე მოგითხრობთ


ინტერნეტ-გამოცემა „გაზეტას" შენიშვნით, საქართველოს ხელისუფლება კვლავ ინარჩუნებს პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე არაორდინალური რეჟიმის სახელს. პრაქტიკულად, მისი ყოველი ნაბიჯი ეფექტური და არასტანდატრული პოლიტიკური ილეთის შთაბეჭდილებას ტოვებს. და, რაც მთავარია, ჯერჯერობით ყველა ეს ილეთი წარმატებით ხორციელდება - წერს გაზეტა:

სააკაშვილი-ჟვანიას გუნდის ახალ ილეთი ფსონის „ლეგიონერთა მთავრობაზე" დადებაში გამოიხატება. ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრტად საქართველოში საფრანგეთის ელჩი სალომე ზურაბიშვილი გახდა. ახლა - ეკონომიკის მინისტრად - რუსეთში მოღვაწე ლიბერალური შეხედულებების ოლიგარქი კახა ბენდუქიძე. მთავრობის ამგვარი რესურსით ფორიმირების წესი ფართოდ გამოიყენება აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის სახელმწიფოებში. პოსტსაბჭოთა სივრცეში ამგვარი რამ არასდროს მომხდარა ადგილობრივი ძველი ელიტებისა და ხელისუფლების სისტენის პირობებში.

„გაზეტას" შენიშვნით, ბენდუქიძეს მინისტრის პოსტის მიღება რუსეთის მთავრობაშიც შეეძლო, რადგან ოლიგარქის „წპდება" მას არც თუ სამართლიანად ერგო. ბენდუქიძე ცნობილია არა თავისი სიმდიდრით, არამედ საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივობით. მას თავისუფლად შეეძლო გამხდარიყო ძლიერი ფიგურა მემარჯვენე-ლიბერალურ ალიანსში, რომელიც ლიბერალურ ღირებულებებს ბიზნესის ენაზე აამეტყველებდა.


ბენდუქიძის მთავრობაში შეყვანა - ეს საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი არასტანდარტული გადაწყვეტილებაა. სააქრტევლოს ხელისუფლების ამოცანები ეკონომიკურ სფეროში არანაკლებ რთულია, ვიდრე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ბენდუქიძემ უკვე განაცხადა, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ერთადერთი საშუალება - ეკონომიკის ლიბერალიზაციაა. რუსეთს ეს არ „ემუქრება" - სანამ ნავთობზე ფასი მაღალია, რუსეთის მთავარ ამოცანად მხოლოდ და მხოლოდ ნედლეულის გადანაწილებისთვის ბრძოლა დარჩება.
დღეს ძნელი სათქმლია, რამდენ ხანს შესძლებს საქართველოს ხელისუფლება წარმატების ტალღაზე ბალანსირებას. მაგრამ, როგორც ჩანს, პოსტსაბჭოთა ეპოქისთვის დამახასიათებელი რესურსებისა და ძალაუფლების კონსოლიდაციის ლოგიკა მალე უალტერნატივო აღარ იქნება. და, შესაძლოა, სულ მალე პრეზიდენტ პუტინის ბიუროკრატიულ „სტაბილურობაზე" დამყარებული რეჟიმი რუსეთისთვის შემაფერხებლად იქცეს მაშინ, როცა რუსეთის მეზობლები შინაგანი ტრანსფორმაციის ახალ ტალღაზე აღმოჩნდებიან.
XS
SM
MD
LG