Accessibility links

logo-print

ვატიკანში მსოფლიოს კათოლიკეთა ცენტრში რომის


ვატიკანში მსოფლიოს კათოლიკეთა ცენტრში რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ მიიღო აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომელიც

ვატიკანში მსოფლიოს კათოლიკეთა ცენტრში რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ მიიღო აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომელიც
ევროპაში მოგზაურობს. აუდიენციის დროს ბუშმა პაპს გადასცა აშშ-ის სამოქალაქო უმაღლესი ჯილდო, პრეზიდენტის თავისუფლების მედალი. [ბუშის ხმა] "აშშ პატივს სცემს პოლონეთის შვილს, რომელიც რომის პაპი და ჩვენი დროის გმირი გახდა. ამერიკელ ხალხის სახელით, თქვენო უწმინდესობავ, ჩემთვის პატივი იქნებოდა, თუკი თქვენ ჩვენს თავისუფლების მედალს მიიღებდით ". რომის პაპი ერაყის ომის წინააღმდეგ არაერთხელ გამოვიდა. კათოლიკეთა მამამთავარმა პრეზიდენტსი მიმართა და თქვა, რომ ყველას უდავოდ სურს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ერაყში ვითარების ნორმალიზება. პაპმავე თქვა, რომ სამწუხარო მოვლენებმა ერაყში, მსოფლიოს რელიგიური სინდისი შეაწუხა. ვარაუდობენ, პაპი ერაყში აშშ-ის ჯარისკაცების მიერ პატიმრების აბუჩად აგდებას გულისხმობდა. იოანე პავლე მეორემ გაეროს მოუწოდა ამასთან, რომ სასწრაფოდ უზრუნველყოს ერაყის სუვერენიტეტის აღდგენა.
ჯორჯ ბუში, რომელიც იტალიაში მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეთა მიერ ფაშისტებისგან რომის განთავისუფლების 60 წლის აღსანიშნავად ჩავიდა, აპირებს შეხვდეს იტალიის პრემიერს სილვიო ბერლუსკონის. იტალიის პოლიციამ ათასობით პოლიციელი და ჯარისკაცი გამოიყვანა ქუჩებში. ბუშის ვიზიტის დროს რომში საპროტესტო გამოსვლები მოეწყო.
XS
SM
MD
LG